მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" და "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი გაიზარდა

6288ca4f51d50
BM.GE
20.05.22 21:10
1062
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.2%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 13.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 9 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 728.06 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 127,981 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 8.84%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 14.04 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 61 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 690.34 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 179,659 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების ზრდამ 5.45% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.00 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 15 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 274.33 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 321,638 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart