მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა

6291c38556d67
BM.GE
27.05.22 22:12
1481
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 13.18%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 14.94 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 109 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 824.03 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 114,617 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 10.40%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 15.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 79 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 824.03 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 253,591 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების ზრდამ 8.33% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 25 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 297.01 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 168,904 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart