მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა

60b1406ba712c
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.21 23:03
2259
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 8.41%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატების კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 54 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 639.81 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 325 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 9.17%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 13.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 59 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად  545.78 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 345 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ წინა პარასკევთან შედარებით კი 1.93% შეადგინა,
 შედეგად ერთი აქციის ფასი 6.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის შემცირების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 6 მილიონი ფუნტით იკლო და ის ამჟამად 292.21 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 168 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart