მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა

60c3a6cf53717
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.21 22:35
898
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.92%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 606.71  მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 988.6 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 0.95%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 12.76 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 6 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ამჟამად 627.40 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1.89 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ წინა პარასკევთან შედარებით კი 1.28% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.18 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 4 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 296.05 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 819.7 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart