მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" აქციების ფასი გაიზარდა

60ccfbb52bb69
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.21 00:01
1185
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.64%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 11.18 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 10 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 616.64  მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 311 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება წინა პარასკევთან შედარებით 3.13%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 13.16 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 20 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ამჟამად 647.07 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 614 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ წინა პარასკევთან შედარებით კი 2.75% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.35 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 8 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 304.19 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

წყარო - Galt & Taggart