02.სექტემბერი .2019 20:00

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკისა და თიბისის აქციების ფასი შემცირდა

views 326
უკან

საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც გასული კვირის ვაჭრობის შედეგებს ეყრდნობა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 13.61 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.58% წინა კვირასთან შედარებით და -5.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 182 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.30 – 14.01 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.98 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.73% წინა კვირასთან შედარებით და +1.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 432 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.93 – 10.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 12.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.45% წინა კვირასთან შედარებით და -11.62% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 150 ათასს გადააჭარბა, GBP 12.32 – 12.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.27 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +1.34% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 4 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.25 – 2.29 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 8 ათასი აქცია შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა