გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის - "საქართველოს კაპიტალის", "საქართველოს ბანკის" და "თიბისი ბანკის" აქციების ღირებულება გაიზარდა.
ამჟამად ბირჟაზე არსებული ვითარება ასეთია:
TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 1.82%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.08 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის ზრდის გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 10 მილიონი გირვანქა სტერლინგით მოიმატა და ამჟამად 555.97 მილიონ ფუნტს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,756,736 გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულება 3.37%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 8.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 15 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 437.61 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირას 1,513,848 გირვანქა სტერლინგი იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 2.90% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 3.72 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 178.20 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,389,422 გირვანქა სტერლინგი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 5 აგვისტოდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში გადაინაცვლა.
რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია:
რკინიგზა - ბონდის ღირებულება $105.11 დოლარი - ცვლილება გასული თვის მანძილზე +0.01%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 4.22%-ით არის შემცირებული.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $101.13 დოლარი - ცვლილება გასული თვის მანძილზე -0.75%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.29%-ით არის შემცირებული. სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია $250 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების რეფინანსირებას EBRD-დან მოზიდული სესხის მეშვეობით მოახდენს. უფრო ვრცლად იხილეთ სტატია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა