15.სექტემბერი .2019 19:30

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

უკან

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, Georgia Capital-სა და "თიბისი ბანკს" შედარებით უკეთესი კვირა ჰქონდათ და ვაჭრობა მოგებით დაამთავრეს. "საქართველოს ბანკის" 355 ათასი აქცია გაიყიდა 4.7 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის 106 ათასი აქცია გასხვისდა 1 მილიონ ფუნტად, თიბისი ბანკის  246 ათასი აქცია კი, გაიყიდა 3 მილიონ ფუნტად.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, საქართველოს ბანკი 651 მილიონი ფუნტი ღირს, Georgia Capital 382 მილიონი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 268 მილიონი, TBC Bank-ის ღირებულება კი, 687 მილიონია. მატება 1 აქციის ფასზე შეინიშნებოდა Georgia Capital-ისა და თიბისი ბანკის შემთხვევაში, საქართველოს ბანკის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ღირებულებამ კი კლება განიცადა.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა