მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

5dac059e0403f
ოთარ დგებუაძე
20.10.19 10:52
764
 ლონდონში, ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ ორგანიზებული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ლონდონის ქვევრის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეორედ იმართება და მიზნად ისახავს ქართული და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას. ფესტივალზე სულ ექვსი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო 15-მდე ღვინის მწარმოებლის 10-მდე ღვინის სახეობა. ფესტივალის სტუმრებს ღვინოსთან ერთად საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ლონდონში მოღვაწე ქართული ქორეოგრაფიული ჯგუფი რომელმაც რამდენიმე ნომერი შესთავაზა სტუმრებს.

ფესტივალი გახსნა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში თამარ ბერუჩაშვილმა. მან დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მზარდი პოპულარობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2018 წელს ღვინის ექსპორტი დიდ ბრიტანეთში 33%-ით, 2019 წლის 9 თვის მანძილზე კი 40%-ით გაიზარდა.

როგორც იმპორტიორებმა bm.ge-ის განუცხადეს, ქართული ღვინო ჯერ კიდევ შეზღუდულად არის წარმოდგენილი ბრიტანულ ბაზარზე, იმპორტიორების უმეტესობა მცირე რაოდენობით (დაახლოებით 1,000-1,200 ბოთლი წელიწადში) ახორციელებს ღვინის იმპორტს, თუმცა ერთხმად აღნიშნავენ ზრდის მაღალ ტემპებს და პოტენციალს.