დიდ ბრიტანეთში რუსი ბიზნესმენი რამდენიმე ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იუწყება. უწყების ცნობით, ბიზნესმენი დაკავებულია ფულის გათეთრების, შეთქმულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტყუებისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის.
სამართალდამცავი უწყების ცნობით, 58 წლის ბიზნესმენი 1 დეკემბერს, ლონდონში მრავალმილიონ ფუნტად შეფასებულ საცხოვრებელ ბინაში აიყვანეს.
ამასთან, უწყება აცხადებს, რომ დაკავებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის 35 წლის მამაკაციც, რომელიც ზემოთ ხსენებული ბინიდან ჩანთით ათასობით ფუნტი ნაღდი ფულის გადატანას ცდილობდა. ასევე 39 წლის მამაკაცი, რომელიც ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის ყოფილი „ბოიფრენდია“.
დაკავებები ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების მიერ ოლიგარქების მხრიდან პოტენციური კრიმინალური ქმედებების გამოძიებას უკავშირდება.
„NCA-ს კლეპტოკრატიასთან ბრძოლის უწყებას, რომელიც წელს შეიქმნა, მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ოლიგარქების მხრიდან პოტენციური კრიმინალური აქტივობების გამოძიების კუთხით“, - განაცხადა გრემ ბიგარმა, NCA-ს გენერალურმა დირექტორმა.
უწყება არ ასახელებს დაკავებულთა ვინაობას, თუმცა, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება მიხაილ ფრიდმანი იყოს, რომელიც Alfa Bank-ის მფლობელია. ამასთან, მისი საინვესტიციო ჰოლდინგი LetterOne, Veon-ის 47.9%-იან წილს ფლობს. ის სანქცირებულ რუს მილიარდერთა სიაშია.
ცნობისთვის, BBC იტყობინება, რომ სამივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება