მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lopota Lake Resort & Spa: წელი კარგად დაიწყო, თუმცა, გათვლების გაკეთება გვიჭირს

5ff885cbd5543
თათია ჩაფიჩაძე
09.01.21 10:00
1873
Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერის მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი იანვარში 50%-ია. bm.ge-თან საუბროსას მაკა ღლიღვაშვილი აცხადებს, რომ შიდა ტურიზმის გამოცოცხლების ხარჯზე რეგიონებში არსებულ სასტუმროებშო ვითარება წინასაახალწლო პერიოდში მნიშვნელოვმად გაუმჯობესდა.

“ახალმა წელმა ჩაიარა რეკომენდაციების სრული დაცვით. ვახშამი გვქონდა 6-დან 9სთ-მდე და შემდეგ ჩვენმა სტუმრებმა გადაინაცვლეს ეზოში, სადაც შესაბამისი გარემო გვქონდა მოწყობილი. ცხადია, დატვირთულობა არ იყო წინა წლების მსგავსი, ჩვენ 186 ნომერი გვაქვს და აქედან ნახევარი იყო შევსებული, თუმცა მიმაჩნია, რომ წელი კარგად დაიწყო. ძალიან მძიმე თვეები გვქონდა ნოემბერი და დეკემბერი, პანდემიის გათვალისწინებით და არაპროგნოზირებადი გარემოს გამო ფაქტობრივად მინიმუმამდე იყო შემცირებული სტუმრების რაოდენობა, თუმცა დღესდღეობით შედარებით გაუმჯობესებული ეპიდვითარება, ჩვენზეც აისახა”,– აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

მისივე თქმით, მიუხედავად დადებითი მონაცემებისა, სამომავლო გათვლების გაკეთება ახლა უჭირთ.

“იმდენად ხშირად იცვლება ყველაფერი, რომ თებერვალში რა იქნება არ ვიცით, თუმცა ახლა იანვრის 20-მდე ჯავშვნები გვაქვს და არა მხოლოდ ჩვენ – ბევრ სასტუმროში საკმაოდ ბევრი სტუმარია, შიდა ტურიზმი საკმაოდ გაძლიერებულია ამ პერიოდში და დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ წელი კარგად დაიწყო და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელი 2020-ზე უკეთესი იქნება. რაც შეეხება ფასებს – ფასები არსებულზე 40-45%-ით შემცირებულია და ასეც გაგრძელდება, ჯერ-ჯერობით ძველ ნიშნულზე მისი აწევა არ იგეგმება”- განაცხადა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.