მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lopota Spa Resort-ზე მზის ელექტროსადგური მოეწყო - ინვესტიცია $320 000-ია

61b89d62a9f82
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.21 18:50
1059
"გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით, ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო", - ინფორმაცია ამის შესახებ სასტუმრო კომპლექსი "ლოპოტა სპა რეზორტის" ოფიციალური Facebook-გვერდის საშუალებით ავრცელებს.

მათი ცნობით, სადგური 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და „ლოპოტა სპა რეზორტის“ მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20%-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს.

BM.GE-სთან საუბრისას "ლოპოტა სპა რეზორტის" გენერალური დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა სასტუმრო კომპლექსის მიერ დაზოგილ ფულად სახსრებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლის გამოც, მძლავრი მზის ელექტოროსადგურის მოწყობა გადაწყდა.

„მზის ელექტროსადგურის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 320 000 დოლარია. შედეგად, 1 წლის განმავლობაში კომპანია კომუნალური ხარჯების კუთხით, დაახლოებით, 200-დან 250 ათასამდე ლარის დაზოგვას შეძლებს და ეს თანხა თავდაპირველად ლიზინგის მომსახურებაზე იქნება მიმართული, ვინაიდან ლოპოტას მზის ელექტროსადგური „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით მოეწყო.

პროექტის განხორციელებისას ორი მიზეზი გვქონდა - ეს გამომდინარეობდა გარემოზე ზრუნვის პრინციპებიდან. პროექტის შედეგად, მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება და მავნე - CO2-ის გამოყოფა, ხოლო მეორე ნაწილი კომუნალური ხარჯების დაზოგვას შეეხებოდა“, - განმარტა გიორგი ქევანიშვილმა.