მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოპოტას ტბის მიმდებარედ ახალი სასტუმრო და აკვაპარკი აშენდება

5e479419f1fd4
ინგა მურუსიძე
15.02.20 14:19
2191
ლოპოტას ტბის მიმდებარედ ახალი სასტუმრო და აკვაპარკი აშენდება, - ამის შესახებ bm.ge-ს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა ლოპოტას განვითარების მეორე ტალღის ფარგლებში მოხდება.

„თელავში დაიწყება ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მეორე ტალღა, აშენდება 120 ნომრიანი სასტუმრო, თავისი აკვაპარკით, რესტორნით და პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მლნ ლარია”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.