მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოქდაუნი არა, თუმცა შეზღუდვების დაწესება აუცილებელია - ნინო მირზიკაშვილი

610fdec109d73
ინგა მურუსიძე
09.08.21 00:04
1697

ჯანდაცვის სპეციალისტი ნინო მირზიკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე უწყებათშორისმა საბჭომ და მთავრობამ შეზღუდვების დაწესებაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც მირზიკაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, მნიშვნელოვანია ასევე უკვე არსებული რეგულაციების აღსრულებას, მათ შორის პირბადის ტარების და ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვის.

„რეგულაციების შემოღება და შეზღუდვების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამაში არ ვგულისხმობ ტოტალურ ლოქდაუნს,9 როგორც ეპიდემიის დასაწყისში გვქონდა, დაკეტილი მაღაზიებით და ა.შ. საჭიროა წერტილოვანი რეგულაციები და გამკაცრება არსებული შეზღუდვების დაცვის, მათ შორის პირბადეების ტარება, სოციალური ღონისძიებების აკრძალვა და ა.შ. ფაქტია, რომ დღეს სიტუაცია არის მიშვებული და ყველაფერი დამიანების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეა მიტოვებული“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად აქვს აზრი რეგულაციების დაწესებას, გამოცხადებული კოვიდ-ამნისტიის გამო, ჯანდაცვის სპეციალისტი პასუხობს, რომ სხვა გზა არ არის.

„თავისთავად ამნისტია არასწორი გადაწყვეტილება იყო, ამ გადაწყვეტილების ფონზე ძალიან რთულია თუნდაც ერთმა პოლიციელამ მიუთითოს რომელიმე ადამიანს, რომ ატაროს პირბადე, რადგან ჯარიმას მაინც ჩამოაწერენ და დაჯარიმებასაც მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა ამის მიუხედავად, რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვანია, რადგან სხვანაირად ციფრებს ვერ შევაჩერებთ“, - აცხადებს ნინო მირზიკაშვილი.

ის ხაზს უსვამს ვაქცინაციის ტემპს და ამბობს, რომ მზარდი ტემპი მისასალმებელია, თუმცა იმუნიზაციას ეფექტი ჯერ ვერ ექნება.

„ძალიან კარგია, რომ მზარდ ციფრები გვაქვს, მაგრამ ამის ეფექტი ცოტა მოგვიანებით იქნება, როცა გარკვეული პოპულაცია გვეყოლება აცრილი. „იმისთვის, რომ მაჩვენებლები დაბლა დავწიოთ, მნიშვნელოვანია აიკრძალოდ რეგულაციების დაწესება ხალხმრავალ შეკრებებზე, კონცერტებზე, რადგან სამედიცინო სექტორი ფიზიკურად ვეღარ აუდის არსებულ მდგომარეობას“, - თქვა მირზიკაშვილმა.