მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოქდაუნის პერიოდში მობილური ინტერნეტის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა

5f03028ae0afb
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.20 15:05
1288
საქართველოში COVID-19-ის პანდემიის ფონზე მობილური ინტერნეტის მოხმარებამ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია. კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, აპრილში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პიკური პერიოდი იდგა, მოსახლეობამ 15,670 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 167.9%-ით მეტი იყო.

მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარეობის მკაცრმა მოთხოვნებმა განაპირობა, რის გამოც მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მთავარ წყაროდ სწორედ ინტერნეტი იქცა.



კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის მიხედვითვე ირკვევა, რომ მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდის პარალელურად, ქვეყანაში ხმოვანი ზარებისა და სმს შეტყობინებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, აპრილის განმავლობაში სულ 333,941,341 სატელეფონო საუბარი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით ნაკლებია, ხოლო სმს-ების რაოდენობა კი 156,280,323 იყო, რაც ასევე წინა წლის მაჩვენებელს 40%-ით ჩამორჩება.

ამ ფაქტორების გამო, ოპერატორების საცალო შემოსავლებმა აპრილში 34,071,680 ლარი შეადგინა, ეს კი 2019 წლის მაჩვენებელს 12%-ით ჩამოუვარდება.