მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლოქდაუნის“ რესურსი ფიზიკურად აღარ არსებობს - ნიკოლოზ გამყრელიძე

60fc28ada8a83
თამთა ჯიჯავაძე
24.07.21 23:00
2063
ჩაკეტვის და „ლოქდაუნის“ რესურსი ფიზიკურად აღარ არსებობს, - ამის შესახებ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა.

მისი თქმით, ჩაკეტვას აღსრულება სჭირდება. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი სრული „ლოქდაუნი“ განუხორციელებია.

ნიკოლოზ გამყრელიძე ამის სამ მიზეზს ასახელებს:

„პირველი, რომ საჯარიმო სანქციები აღარ იმუშავებს, რთული იქნება ადამიანი დააჯარიმო დღეს, ვინაიდან არავის არ ექნება იმის რწმენა, რომ საჯარიმო სანქციის აღსრულება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰუმანური ფაქტი იყო [ჯარიმების ჩამოწერა], კონტექსტიდან გამომდინარე, არასწორი იყო. გარდა ამისა, ზაფხულია და ასევე ეკონომიკას იმდენად უჭირს, რომ მოსახლეობას აღარ აქვს იმის რეზერვი, რომ კიდევ ერთ „ლოქდაუნს“ გაუძლოს“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ამისთვის გზა უნდა ვიპოვოთ. გამოსავალი კი ამ შემთხვევაში, არის პირბადის ტარება და სწრაფად აცრა.