მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LOT Polish Airlines ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

5f2d24f4c4258
BM.GE
07.08.20 13:53
1021
პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 14 აგვისტო, ვარშავა - თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
• 15 აგვისტო, თბილისი - ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა.

ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.