მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის მფლობელი საცალო გაყიდვების მომავალს ისევ მაღაზიებში ხედავს

60d1d0f92cd97
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.21 21:20
508
ძვირად ღირებული ნივთების ფრანგული მწარმოებელი LVMH-ი, რომლის მფლობელობაშიც Louis Vuitton-ია აცხადებს, რომ საცალო გაყიდვების მომავალს ისევ მაღაზიებში ხედავს, რადგან ონლაინ ვაჭრობისას იმ ემოციების გადმოტანა, რაც მაღაზიებში სიარულს ახლავს, შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ LVMH-ის შემოსავლები პანდემიის დროს ონლაინ გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, კომპანია აღნიშნავს, რომ ონლაინ ვაჭრობა მხოლოდ დამატებითი საშუალება შეიძლება იყოს საქონლის რეალიზაციის თვალსაზრისით საცალო მაღაზიებთან ერთად.

LVMH-ში აცხადებენ, რომ კომპანიის დაკვირვებით მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი ვებ-გვერდებს სტუმრობს და ინფორმაციას იღებს ამათუ იმ პროდუქტზე სანამ მაღაზიას ეწვევა, შეძენას მაინც სავაჭრო ცენტრში ამჯობინებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული ლოქდაუნების გამო LVMH-ის შემოსავლები გასულ წელს 17%-ით შემცირდა, თუმცა კომპანიის აქციებზე ფასი 32.8%-ით გაიზარდა გასული წლიდან დღემდე.

LVMH-ი Louis Vuitton-ის გარდა, ისეთ ბრენდებს აერთიანებს როგორიც არის Moet & Chadon, Marc Jacobs, Christian Dior და Bvlgari.