მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის მფლობელი სადეზინფექციო საშუალებების წარმოებას იწყებს

5e6f4dff10569
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 19:15
883
Louis Vuitton-ის მფლობელი კომპანია LVMH ხელის დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებების წარმოებას იწყებს. ძვირადღირებული ბრენდი აცხადებს, რომ კომპანია ამ გზით ეცდება საფრანგეთს დაეხმაროს სადიზინფექციო საშუალებების დეფიციტის აღმოფხვრაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„LVMH-ი იწყებს დიდი რაოდენობით ხელის გელის წარმოებას, რომელიც იქნება ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაციით. ხელის სადეზინფექციო საშუალებები უსასყიდლოდ გადაეცემათ ჯანდაცვის უწყებებს საფრანგეთში“, - განაცხადა LVMH-მა გუშინ.

როგორც გამოცემა იუწყება, საწარმოები, სადაც აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებების წარმოება იგეგმება, ჩვეულებრისამებრ პარფიუმერიას და დეკორატიულ პროდუქციას აწარმოებენ ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის როგორიც არის Christian Dior და Givenchy.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მოდის გიგანტი LVMH აწარმოებს პროდუქციას სავაჭრო მარკებით Louis Vuitton-ი, Givenchy, Guerlain-ი, Chaumet-ი, Hennessy და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობამ დახურა რესტორნები, კაფეები და ნაკლებად მნიშვნელოვანი მაღაზიები; მიზეზი კორონავირუსია. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 5,423 შემთხვევაა გამოვლენილი; 127 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო გამოჯანმრთელდა 73 ინფიცირებული.