მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ინფლაცია, ძირითადად, იმპორტირებული პროდუქციის გამოა

60e1a9a321c23
თელარა გელანტია
04.07.21 16:26
2495
„ინფლაცია, ფასების ზრდა რჩება სერიოზულ გამოწვევად. ინფლაცია, ძირითადად, იმპორტული პროდუქციის გამო ფიქსირდება. ამას აქვს მიზეზები. პირველი და მთავარი ისაა, რომ წლის დასაწყისში ლარი გაუფასურდა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას მაღალი ინფლაციის მიზეზების კომენტირებისას.

მისი თქმით, ამ მხრივ პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია.

"ლარის კურსი სტაბილურდება და მყარდება და ეს ნიშნავს, ასეთ იმპორტულ საქონელზე ამ მიზეზის გამო გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდება. მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობპროდუქტები.

ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების წახალისებას სპეციალური პროგრამებით - ეს იქნება სუბსიდია და გრანტები. ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ბაზარზე, სწორედ ასე მოხდება,“- განაცხადა ნათია თურნავამ.