მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LSE-ზე ოთხივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაუფასურდა

5e0f885d380e8
ლევან თაღიაშვილი
03.01.20 22:27
1249
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასულ კვირას ოთხივე კომპანიის აქციების ფასი გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 0.8%-ით, "Georgia Capital"-ის 4.3%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 12.9%-ით, "თიბისი ბანკის" კი 0.77%-ით.

3 იანვრის მდგომარეობით, ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კომპანია LSE-ზე "საქართველოს ბანკია" 797 მილიონი ფუნტ სტერლინგით, "Georgia Capital"-ის 357 მილიონით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 161 მილიონი ფუნტია, "თიბისი ბანკის" კი 714 მილიონი.

1 წლის ჭრილში მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ღირებულებაა მომატებული 20.67%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის კი გაუფასურებულია, "Georgia Capital"-ის 11.88%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 36.92%-ით, "თიბისი ბანკის" კი 10.99%-ით.

1 კვირის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ 133,603 აქცია გაიყიდა 2,1 მილიონ ფუნტ სტერლინგად, „Georgia Capital”-ის ყველაზე მეტი, 358 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 3.2 ფუნტად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 316 ათასი აქცია გაიყიდა 405 ათას ფუნტად, „თიბისი ბანკის“ 67 ათასი აქცია გაიყიდა 877 ათას ფუნტად.