მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LSE-ზე ვაჭრობა ოთხივე ქართულმა კომპანიამ დადებითად დაასრულა

5df3d0a80defa
ლევან თაღიაშვილი
13.12.19 21:51
910
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული ბოლო 1 კვირაში ვაჭრობა ოთხივე მათგანმა დადებითად დაასრულა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" 392 ათასი აქცია გასხვისდა 6.1 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 304 ათასი აქცია 2.79 მილიონად, "საქართელოს ჯანდაცვის ჯგუფის" 770 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 1.2 მილიონად და "თიბისი ბანკის" 201 ათასი აქცია გასხვისდა 2.6 მილიონ ფუნტად.

ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკი" ინარჩუნებს 773 მილიონი ფუნტით, შემდეგ მოდის "თიბისი ბანკი" 739 მილიონით, "Georgia Capital" 333 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია კი 220 მილიონ ფუნტს შეადგენს.

1 იანვრიდან - დღემდე მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციებია გაზრდილი 14.23%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის კი გაუფასურებულია. "Georgia Capital"-ის 11.07%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 17.89%-ით, "თიბისი ბანკის" კი 11.96%-ით