მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Luca Polare” საერთაშორისო ბაზარზე გადის და ფრენჩაიზს 10 000 დოლარად ყიდის

63218550f3d48
ნინი ლონგურაშვილი
19.09.22 10:00
4424
ჯელატოს სახეობის ნაყინის პირველი ქართული წარმოება „ლუკა პოლარე“ წარმოების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების დაწყებას მეზობელი ქვეყნებიდან გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა თეა თაბაგარმა განუცხადა.

მისი თქმით, ნაყინის წარმოების გაფართოება მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით არ შემოიფარგლება და „ლუკა პოლარეს“ გეგმაში ევროპის ბაზარზე გასვლაა.

“ერთ-ერთი პირველი ბაზარი, რომელსაც განვიხილავდით, უკრაინა იყო, ჩვენ გასულ წელს გვქონდა ვიზიტი უკრაინაში, უკვე შესწავლილი გვქონდა ბაზარი, გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც სავაჭრო პალატასთან, ასევე ბიზნეს სექტორთან, თუმცა, შექმნილი რეალობის გამო გადაიდო, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და “ლუკა პოლარე” ერთ-ერთი ქართული კომპანია იქნება, რომელიც ომის შემდეგ პირველი შევა უკრაინის ბაზარზე.

ახლა ვმუშაობთ სხვა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე, უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ვგეგმავთ, ასევე ვაპირებთ ჩვენი ფრანჩიზა სხვა ქვეყნებში გავყიდოთ. რაც შეეხება ევროპას, აქაც ვგეგმავთ შესვლას და პირველ ქვეყნად გერმანიას მოვიაზრებთ. ჩვენ ამ ქვეყანასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს და ბაზარიც უკვე შევისწავლეთ. გერმანიაში საკმაოდ კონკურენტული გარემოა, თუ შევადარებთ მას საქართველოს ან ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, თუმცა ბევრი მუშაობის შედეგად, ჩვენი ბრენდი გერმანიის ბაზარზე აუცილებლად შევა", - აღნიშნა თეა თაბაგარმა

კომპანია “ლუკა პოლარე” ფრენჩაიზს თითოეულ ქვეყანაში 10 000 დოლარად გაყიდის და პარტნიორებს გარკვეულ ვალდებულებებსაც დააკისრებს.