მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lucid-მა $3 მილიარდი მოიზიდა - ინვესტორებს შორის PIF-ი ლიდერობს

6478623b7ef7d
გიორგი არონია
02.06.23 00:20
1105
უახლესი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, Lucid-მა $3 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა. ინვესტიციის  უდიდესი ნაწილი კომპანიაში საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა (PIF), არასაბირჟო გარიგების სახით დააბანდა. ამგვარად, არაბული ფონდი კომპანიის 60%-იან წილს ფლობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ინვესტორები ამ ფაქტს უარყოფითად შეხვდნენ, რადგან Lucid-ის აქციების ღირებულება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 7.5%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან, კომპანიის აქციის ღირებულება 13%-ითაა მომატებული.

საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა Lucid-ში ინვესტიცია პირველად 2018 წელს განახორციელა და მას შემდეგ, კომპანიაში საკუთარი წილი გაზარდა და 2021 წლის IPO-ს შემდეგ, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. იმ წელს, Lucid-ის მიმართ ინვესტორებს დადებითი მოლოდინი ჰქონდათ და იყო დრო, როცა კომპანიამ საბაზრო კაპიტალიზაციით Ford-სა და General Motors-ს გადაასწრო. 2021 წლის ნოემბერში, Lucid-ის ერთი აქცია $55 დოლარი ღირდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ $90 მილიარდს გადააჭარბა. მას შემდეგ, კომპანიის საბაზრო შეფასება 84%-ით შემცირდა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.