მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდი „ცივ-ცივი“ ქსელურ და ლუდის მაღაზიებში დღეიდან ჩამოსასხმელი სახით გაიყიდება

609ce71b7f8b6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 12:51
5455
სს "ქართული ლუდის კომპანია" ლუდის სეზონს სიახლეებით ხვდება. კიდევ ერთი ახალი ბრენდი, ლუდი „ცივ-ცივი“ დღეიდან ქსელურ და ლუდის სპეციალურ მაღაზიებში მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით გაიყიდება. ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუწევს მეგზურობას ლუდის ცივ-ცივ სამყაროში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ცივ-ცივი“ ცოცხალი ლუდების კატეგორიიდანაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით, რომლისთვისაც კომპანიამ გაყიდვების პუნქტები სპეციალურად გამოყო, რათა ლუდის მოყვარულებმა სასმლისა და მისაყოლებელი პროდუქტების ერთიანად შეძენა და თან წაღება შეძლონ.

"ცივ-ცივის“ ბრენდისთვის სტრატეგია, ბრენდინგი და საკომუნიკაციო კამპანია სააგენტო Leavingstone-მა შექმნა.

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ჩამოსასხმელი ლუდის ბრენდი და ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა პოზიციები ბაზარზე. ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. ცოცხალი ლუდი, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევდა ლუდის ქართულ ბაზარზე. ბრენდი სრულიად ნულიდან შეიქმნა, სააგენტოსთან ერთად შევარჩიეთ სახელი, შემდეგ, Leavingstone-მა იზრუნა ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, ტიპოგრაფიასა თუ სარეკლამო რგოლზე.

ესაა ლუდი მათთვის, ვისაც ცოცხალი ლუდი უყვარს. მათთვის გვსურდა, მაღალი ხარისხის თანამედროვე ქართული სასმელი შეგვეთავაზებინა. ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოსასხმელი ლუდის „გატანის“ პრაქტიკა, რადგან ბევრს უყვარს რამდენიმე ლიტრი ჩამოსასხმელი ცოცხალი ლუდის თან წაღება, მისაყოლებელთან ერთად და ისე მირთმევა. ამდენად, „ცივ-ცივი“ დიდი სუპერმარკეტების ქსელების გარდა, ლუდის სპეციალიზებული ობიექტებიდან გაიყიდება", - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.
(NS)