მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლუდის ფასები ინფლაციის შესაბამისად ვერ გავზარდეთ" - "ნატახტარი"

613af644982b7
ლიკა გურაბანიძე
10.09.21 21:39
882
“ლუდის ფასები ინფლაციის შესაბამისად ვერ გავზარდეთ, რადგან მაღალი კონკურენციაა.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ ჩამოსხმას ფასიც კი დააკლდა, რადგან კონკურენტულ გარემოში სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია.

“დიდი შეფუთვები მეტად გაიყიდა, ვიდრე ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლები. როგორც ეკონომიკა იზრდება, ჩვენც სწორედ ამის მიხედვით ვიზრდებით.

პანდემიის პირობებში პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ვიზრუნეთ. სწორი ფოკუსი გვქონდა, რომ წარმოების უწყვეტობა შენარჩუნებულიყო. ამ დროს ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა საქმე რასთან გვქონდა. წარმოება შევინარჩუნეთ და ამ პერიოდში ინვესტიციებიც კი განვახორციელეთ. პანდემიას ვინც გაუძლო, მეტად მედეგი გახდა.” - განმარტა ხუნძაკიშვილმა.