24.ნოემბერი .2022 17:09

Lufthansa 20 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

Lufthansa 20 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს
views 766
უკან

Lufthansa 20 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. გერმანულმა ავიაკომპანიამ რამდენიმე დღის წინ რეკრუტურების პროცესიც დაიწყო. კომპანიის განცხადებით, თანამშრომლებს ძირითადად მომსახურების მიმართულებით ეძებენ Lufthansa-ს ფრანკფურტის, მიუნხენის, ციურიხის, ვენისა და ბრიუსელის წარმომადგენლობებში. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ასევე ეძებს ტექნიკურ პერსონალს ჰამბურგში.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Lufthansa-ში წილის გაყიდვით გერმანიის მთავრობამ 760 მლნ ევროს მოგება მიიღო. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდმა პანდემიის პერიოდში ავიაკომპანიაში წილი 300 მლნ ევროდ იყიდა, რომლის შემოსავლები მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვის გამო შეჩერებული იყო.

2020 წლიდან მთავრობა კომპანიაში საკუთარ 20%-იან წილს თანდათან ამცირებდა და მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ბოლო 9.92%-ც გაყიდა. ჯამში 20%-იან წილში სახელმწიფომ მილიარდ ევროზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჩადებულ ინვესტიციას. ამასთან, სახელმწიფო კომპანიის წილებიდან დაგეგმილზე ადრე, 2023 წლის ოქტომბრამდე გამოვიდა.

როგორც FT წერს, კომპანია პანდემიის შემდეგ წელს პირველად ელის რომ მოგებით დაასრულებს. II კვარტალში კომპანიამ 260 მლნ ევრომდე მოგების გენერირება შეძლო. მოგების მიუხედავად, ავიაკომპანიამ მილიონობით ევროს შემოსავალი დაკარგა მას შემდეგ, რაც ივლისში აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამას გარდა, სექტემბრის დასაწყისში გაფიცვა გამოაცხადეს თავად Lufthansa-ს პილოტებმაც, რის გამოც კომპანიას 900-ზე მეტი ფრენის გაუქმება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა