მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa 22 000 სამუშაო ადგილის შემცირებას ვარაუდობს

5ee33be9ddbf8
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 19:40
1010
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ფრენებზე მოთხოვნის შემცირების გამო, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa სამუშაო ადგილებს შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ავიაკომპანიის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 22 000 ასეთი ადგილის გაუქმება გახდეს საჭირო.

მედიაგამოცემა წერს, რომ ეს ორჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რომელსაც ავიაკომპანია თავდაპირველად მიუთითებდა.

ამჟამად კომპანიას 135,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.