12.მარტი .2020 12:48

Lufthansa 23,000 რეისს აუქმებს

views 752
უკან

Lufthansa Group-ი ჯამში 23,000 რეისს გააუქმებს 29 მარტიდან 24 აპრილამდე პერიოდში. ამის შესახებ ინფორმაციას Business Traveller-ი ავრცელებს.

გერმანულ ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისები უმეტესად გადაიდო ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.

"მგზავრებს, ვისაც გაუქმებული რეისები შეეხო, ინფორმაცია ანაზღაურებასთან ან ხელახალ ჯავშანთან დაკავშირებით ოპერატიულად მიეწოდებათ. კომპანია არ გამორიცხავს, რომ 23,000 გაუქმებულ რეისს კიდევ დაემატოს ახალი გაუქმებული რესიები მომდევნო კვირაში", – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მიხედვით, მგზავრთა ნაკადი ევროპის აეროპორტებში წელს დაახლოებით 187 მილიონით შემცირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა