მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa აგვისტოდან ფრენებს შეასრულებს, AirBaltic-სა და AirFrance-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

5f0594347c16f
ინგა მურუსიძე
08.07.20 11:30
1081
აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa კვირაში 2 რეისს შეასრულებს, ხოლო მოლაპარაკება მიმდინარეობს AirBaltic-სა და AirFrance-თან, - განცხადება ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

""ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:
13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

"ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.  აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება", - აღნიშნა ჩიქოვანმა.