08.მაისი .2020 17:27

Lufthansa ფრენებს ივნისიდან 80 თვითმფრინავის დამატებით განაახლებს

views 8623
უკან

მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ ივნისიდან ფრენებს 80 თვითმფრინავის დამატებით განაახლებს, რომ შეძლოს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Lufthansa, რომლის გუნდშიც Swiss International Air Lines and Austrian Airlines-იც შედის, აღნიშნავს, რომ მათ მოუწევთ მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვის დაკმაყოფილება, მას შემდეგ, რაც გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწო.

"ჩვენ ვგრძნობთ, თუ რამხელა სურვილი აქვს მომხმარებლს მოგზაურობის. რესტორნები და სასტუმროები ნელ-ნელა იხსნება და სტუმრობებიც მეგობრების თუ ნათესვების მოსანახულებლად ნებადართული ხდება", - განაცხადა ჰარი ჰომეშტაიერმა, Lufthansa-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

80 თვითმფრინავის დამამტებით, Lufthansa Group ოპერირებას განაახლებს ჯამში, 160 თვითმფრინავით.

აღსანიშნავია, რომ Lufthansa-ს 2019 წლის ბოლოს 763 თვითმფრინავი ჰყავდა.