04.მარტი .2020 22:33

Lufthansa-მ 150 ლაინერის ფრენა შეაჩერა

views 410
უკან

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ 770 თვითმფრინავიდან 150-ის მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობაა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Lufthansa Group-ის პრესსპიკერმა განაცხადა, შორ მანძილზე მფრინავი 25, ხოლო 125 მოკლე და საშუალო მანძილის რეისებზე მომუშავე ლაინერი აღარ იფრენს.

როგორც ავიაკომპანიაში მანამდე განაცხადეს, ისინი გეგმავდნენ რეისების 25%-ით შემცირებას, ძირითადად იმ რეგიონებში, სადაც ვირუსია გავრცელებული. მათ შორის ჩრდილოეთ იტალიაში.