მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa-მ 2020 წლის პირველი კვარტალი 2.1 მილიარდი ევროს ზარალით დაამთავრა

5ed76b25ac1a6
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 21:40
903
2020 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ზარალის უმეტესი ნაწილი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

„ბოლო თვეების განმავლობაში გლობალური საჰაერო მიმოსვლა, ფაქტობრივად, გაჩერდა. აღნიშნულმა უპრეცედენტო მასშტაბის გავლენა მოახდინა კომპანიის კვარტალურ შედეგებზე. მოთხოვნის ძალიან ნელი აღდგენის გათვალისწინებით, ახლა რესტრუქტურიზაციის გრძელვადიანი ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამ სიტუაციას გავუმკლავდეთ“, - განაცხადა Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კარსტენ სპორმა.