02.მარტი .2020 17:25

Lufthansa-მ ჩინეთის მიმართულებით ფრენები 24 აპრილამდე გადადო, ხოლო თეირანის მიმართულებით - 30 აპრილამდე

views 190
უკან

ავიაკომპანია Lufthansa-მ დღეს განაცხადა, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენები 24 აპრილამდე გადადო, ხოლო თეირანის მიმართულებით - 30 აპრილამდე. ფრენების გადადების გახანგრძლივება კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია მარტში დროებით აჩერებს ფრენებს ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით, ხოლო აპრილში -  რეისების მხოლოდ 40% შესრულდება. Brussels Airlines-ის ავიახაზები ფრენებს სრულად წყვეტს რომის, მილანის, ვენეციის და ბოლონიის მიმართულებით 14 მარტამდე.

Swiss Airline-ი აცხადებს, რომ ფრენებს იტალიის მიმართულებით აპრილის ბოლომდე არ აღადგენს, ხოლო Eurowings-ი - 8 მარტამდე.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი სწრაფად განაგრძობს გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში: სამხრეთ-კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში, რაც სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება ავაიკომპანიებისთვის.