მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa-მ კორონავირუსის გამო 7000-ზე მეტი ავიარეისი გააუქმა

5e6155f0ef22a
თამთა ჯიჯავაძე
05.03.20 23:38
1635
Lufthansa-მ კორონავირუსის გამო 7000-ზე მეტი ავიარეისი გააუქმა. CNN-ის ცნობით, გერმანულმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მარტის თვეში ევროპის მიმართულების 7100 ფრენას აუქმებს, ძირითადად გერმანიაში და იტალიის მიმართულებით.

რამდენიმე დღის წინ კი ავიაკომპანია მხოლოდ 150 რეისის გაუქმების შესახებ აცხადებდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად, Lufthansa-ს აქცების ფასი 29%-ით დაეცა.