მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa-მ შესაძლოა DAX Index-ში ადგილი დაკარგოს

5ef07bc0e47be
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.20 19:10
888
მსოფლიოში ცნობილმა ავიაკომპანია Lufthansa-მ, შესაძლოა, DAX Index-ში ადგილი დაკარგოს, რაც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიით და მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვებით. ამის შესახებ ინფრომაციას Marketwatch-ი ავრცელებს.

გერმანიის საფონდო ბირჟა Dax-ის შემადგენლობას რეგულარულად ამოწმებს ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სავაჭრო ბრუნვა და კომპანიის საბირჟო ფასი.

22 ივნისიდან, Lufthansa წარმოდგენილი იქნება MDax-ის ინდექსში, რომელიც საშუალო საწარმოებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია DAX Index-ში 32 წლის განმავლობაში წამოდგენილი იყო როგორც უმსხვილესი კომპანია.

Lufthansa სერიოზულად დააზარალა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა. ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია თითქმის აღარ ახორციელებს სამგზავრო რეისებს. კომპანიის აქციები მკვეთრად გაუფასურდა. გერმანიის მთავრობამ Lufthansa-ს გადასარჩენად 9 მილიარდი ევრო გამოყო.