მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa-ს შვილობილმა ავიაკომპანიამ 29 ლაინერის გაუმართაობის გამო, რეისები გააუქმა

5da71321ca24e
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 22:00
952

Lufthansa-ს შვილობილმა შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა 29 თვითმფრინავისთვის ფრენები შეაჩერა და ტექნიკური გაუმართაობის გამო, ისინი შესამოწმებლად სახელოსნოებში გადაიყვანა. საუბარია, ლაინერებზე, რომლებიც შიდა და საერთაშორისო ფრენებს ახორციელებდნენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ძრავაში გარკვეული სახის ხარვეზებია, რომელთა აღმოფხვრასაც სპეციალისტები შეეცდებიან. როგორც კომპანიაზე დაყრდნობით შვეიცარიული მედია იუწყება, ამის გამო, უამრავი ფრენა გაუქმდა და 10 000  ადამიანი დაზარალდა.

 

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც კომპანიის თვითმფრინავს რამდენიმე დღის წინ შეემთხვა. კერძოდ, Swiss-ის ლაინერი, რომელიც ლონდონიდან ჟენევაში მიფრინავდა, ავარიულად პარიზში დაეშვა, კომპანიაში მაშინ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.

 

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული კომპანია Swiss-ის თვითმფრინავები კანადურ კონცერნ Bombardier-ს ეკუთვნის, თუმცა რამდენიმე წლის წინ ფინანსური პრობლემების გამო, კანადური კომპანიის წილის დიდი ნაწილი Airbus–მა შეიძინა, ამიტომაც ამ დროისათვის კანადური მწარმოებლის ლაინერები Airbus A220 სერთიფიკატს ატარებენ.