წამყვანი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს 80 ტონა ხილი და ბოსტნეული მიაწოდა ფრანკფურტიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნა ისეთ დიდ სუპერმარკეტებში როგორიც Tesco და Sainsbury's-ია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, დაახლოებით 3,000 სატვირთო მანქანაა გაჭედილი საფრანგეთის საზღვართან. მართალია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მიიღო, მაგრამ მძღოლების კორონავირუსზე ტესტირებას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება და საკვების მიწოდება გვიანდება.
Lufthansa-ში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია დამატებითი რეისების შესრულებას განიხილავს თუ საკვების მიწოდების საჭიროება ისევ დადგება.
აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ხილ-ბოსტენულის, სწორედ აქედან მარაგდება ესპანეთი, ნიდერლანდები და საფრანგეთი.
შეგახსენებთ, სუპერმარკეტებში Tesco-სა და Sainsbury's-ში უკვე შეიქმნა დეფიციტი სალათის ფურცლებზე და ციტრუსზე, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტა კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ათასობით სატვირთო მანქანამ კი ვერ შეძლო გადაადგილება საზღვარზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი