მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa საქართველოს მთავრობისგან დასტურის მიღების შემდეგ, კვირაში ორჯერ იფრენს

5f0715dc68df2
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.20 17:12
1347
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან რეგულარული ფრენების შესრულებაზე დასტურის მიღების შემდგომ ავიაკომპანია ფრენების განხორციელებას 2 აგვისტოდან დაიწყებს და კვირაში 2 სიხშირით იფრენს, - ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში არის საუბარი. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 31 აგვისტოდან ფრენების სიხშირეების 3-მდე გაზრდას გეგმავენ. 

"Lufthansa-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ ავიაკომპანია 2 აგვისტოდან გეგმავს დაიწყოს ფრენები კვირაში ორი სიხშირით მიუნხენი-თბილისის რეისეზე, ხოლო 31 აგვისტოდან ვგეგმავთ, რომ სიხშირეები 3-მდე გავზარდოთ. თუმცა, ფრენების განხორციელებაზე კვლავ ველით საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დასტურს, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია,"- ნათქვამია Lufthansa-ს პასუხში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ 5 ქვეყნის მოქალაქისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Lufthansa-სთან, AirBaltic-თან და AirFrance-თან მიმდინარეობს. 

COVID-19-ის კრიზისამდე Lufthansa კვირაში 7 სიხშირით დაფრინავდა, ზაფხულის სეზონზე კი ავიაკომპანიის სიხშირეების რაოდენობა უფრო მაღალიც იყო.