მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa: საქართველოს მთავრობისგან ფრენებზე დასტური ჯერ არ მიგვიღია

5f070f302e6e7
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.20 16:42
2038

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან რეგულარული ფრენების შესრულებაზე საბოლოო დასტური ამ დრომდე არ მიუღიათ, - ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში არის საუბარი. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, დასტურის მიღების შემდეგ, ფრენების განხორციელებას 2 აგვისტოდან დაიწყებენ და თავდაპირველ ეტაპზე თბილისი-მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებენ, 31 აგვისტოდან კი სიხშირეების 3-მდე გაზრდას გეგმავენ. 

"Lufthansa-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ ავიაკომპანია 2 აგვისტოდან გეგმავს დაიწყოს ფრენები კვირაში ორი სიხშირით მიუნხენი-თბილისის რეისეზე, ხოლო 31 აგვისტოდან ვგეგმავთ, რომ სიხშირეები 3-მდე გავზარდოთ. თუმცა, ფრენების განხორციელებაზე კვლავ ველით საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დასტურს, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია,"- ნათქვამია Lufthansa-ს პასუხში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ 5 ქვეყნის მოქალაქისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Lufthansa-სთან, AirBaltic-თან და AirFrance-თან მიმდინარეობს.