მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარე“ საქართველოში მყოფ უკრაინელებს დასაქმებას სთავაზობს

622612505abd6
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 09:00
2511
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს.

როგორც BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე „ლუკა პოლარეს“ 50-მდე ადამიანს დაასაქმებს. ქალბატონებს დასაქმება თბილისსა და ბათუმში არსებულ წარმოებაში შეეძლებათ, ხოლო ახალგაზრდები ქსელში მუშაობას სერვისის კონსულტანტად შეძლებენ.

„ჩვენმა გუნდმა უკრაინის მხარდასაჭერად მკაფიო პოზიცია პირველივე დღეებში დააფიქსირა. პირველ ეტაპზე გადავრიცხეთ თანხა უკრაინაში მყოფი პატარებისთვის, პარალელურად გვინდა მცირედით დავეხმაროთ აქ მყოფ უკრაინელებს. სიამოვნებით მივიღებთ გუნდში და დავასაქმებთ ქალბატონებსა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, მანამ სანამ შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა თეა თაბაგარმა.

კომპანია თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანიზაციებს, დაეხმარონ ინფორმაციის გავრცელებაში სამიზნე ჯგუფებში.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში 20 ფილიალით არის წარმოდგენილი.