მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკაშენკო ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება - "ჩვენ ვათბობთ ევროპას"

618d608218bb2
თამთა ჯიჯავაძე
11.11.21 22:43
2737
ბელარუსის ლიდერი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მას მიგრანტების კრიზისის გამო სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა ბელარუსიდან პოლონეთის საზღვრისკენ მიგრანტების ნაკადი არ წყდება. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ. აღნიშნულის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსი კრიზისის პროვოცირებაში დაადანაშაულეს, რათა ევროპაში უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს. ოფიციალური მინსკი ბრალდებებს უარყოფს.

დაძაბული ურთიერთობის ფონზე ევროკავშირში სანქციების ამოქმედებაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გააფრთხილა ევროპა: „თუ ისინი დამატებით სანქციებს დაგვიწესებენ, ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ვათბობთ ევროპას და ისინი გვემუქრებიან ჩვენ“. ცნობისთვის, რუსული გაზი ევროპას ბელარუსის გავლით მიეწოდება.

„რა მოხდება თუ ბუნებრივი აირის მიწოდებას შევაჩერებთ? პოლონეთის, ლიეტუვის ლიდერებს და სხვა ცარიელთავიან ადამიანებს მოვუწოდებ დაფიქრდნენ მანამ, ვიდრე ისაუბრებენ“, - განაცხადა მან.