რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 1.5 მილიარდი აშშ დოლარი ასესხოს. ამის შესახებ ინფორმაციას Neweurope.eu ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბელარუსში გამართული სადავო არჩევნების შემდეგ, ორი ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთს სოჭში შეხვდა. მისივე ცნობით, რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებობს ეგრეთწოდებული „კავშირის ხელშეკრულება“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს.
”ბელარუსი არის ჩვენი უახლოესი მოკავშირე და უპირობოდ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - უთხრა პუტინმა ლუკაშენკოს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ხუთკვირიანი საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად დაასახელა ალექსანდრე ლუკშენკო, რომელიც ქვეყნის სათავეში 1994 წლიდან არის. არჩევნების ოფიციალური შედეგების გამო, ბელარუსის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმაც. ამასთანავე, ქვეყნის ოპოზიციური სპექტრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების კანონიერი გამარჯვებულია, თუმცა საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით, ტიხანოვსკაიამ მხოლოდ ხმების 10% მოაგროვა, ხოლო ლუკაშენკომ - 80%.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო