26.ნოემბერი .2019 23:13

ლუკაშენკო შვედეთს და ფინეთს ბელარუსისთვის სამაგალითო ქვეყნებად მიიჩნევს

views 399
უკან

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, შვედეთი და ფინეთი მისი ქვეყნის ბიზნეს მოდელია. ეს განცხადება მან შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა. 

"ბელარუსი უკიდურესად დაინტერესებულია ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური ურთიერთობით არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან, არამედ თქვენს სახელმწიფოებთან - შვედეთთან და ფინეთთან. მე ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და გარკვეული თვალსაზრისით თქვენი ქვეყნები ჩვენთვის მართვის მოდელია", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე განცხადებით, ბელარუსი ნაწილობრივ ჰგავს ამ ქვეყნებს განსაკუთრებით შრომისმოყვარეობით და ძლიერი ადამიანებით.

"ჩვენ ბევრი გამოგვდის. თქვენ უფრო მეტი, შესაძლოა ჩვენ უფრო ცოტა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენ დაგვეხმარებით და გვიკარნახებთ რა მიმართულებით განვვითარდეთ, უპირველესად ეკონომიკაში", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური მინსკისთვის საინტერესოა ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება ბევრი მიმართულებით, თუმცა, აუცილებელია, რომ საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად თანაშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო მომზადდეს და ხელი მოეწეროს უკვე მომზადებულ ხელშეკრულებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა