24.ივლისი .2021 10:10

„ლუკოილის“ ახალი გუნდი - ახალი მიზნები, დიდი გეგმები

„ლუკოილის“ ახალი გუნდი - ახალი მიზნები, დიდი გეგმები
views 3257
უკან

მაღალი ხარისხი, მომხმარებლების ნდობა და ბაზრის ლიდერის სტატუსი - სწორედ ეს მიზნები დაისახა 19 წლის წინ შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ და ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო. კომპანია დღემდე მიყვება აღნიშნულ პრინციპებს და წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს ქვეყნის მასშტაბით - ბენზინისა და დიზელის საწვავის წლიური მიწოდება 120 ათას ტონას აღწევს.

ყველა შემოტანილი ნავთობპროდუქტი ბულგარეთის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა - „ლუკოილ ნავთობქიმ ბურგასში“ იწარმოება და „ევრო-5“-ის ხარისხის სტანდარტის ყველა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

ამასთან ერთად, „ლუკოილ-ჯორჯია“ საქართველოს ტერიტორიაზე საცალო ვაჭრობის ქსელსაც ავითარებს. დღესდღეობით, ლუკოილის ქსელში გაერთიანებულია 63 ავტოგასამართი სადგური, მათ შორის 24 საკუთარი, 19 იჯარის წესით აღებული, 20 კი ფრენჩაიზის ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობს.

მიხაილო ჯუროვიჩის ხელმძღვანელობით კომპანიაში ახალი გუნდის მოსვლასთან ერთად, „ლუკოილის“ ბრენდი საქართველოში განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

“ახალი პოზიცია ჩემთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვარ ლუკოილის განახლებული გუნდი, მაღალი მოტივაციითა და მდიდარი პროფესიული გამოცდილებით, მარტივად გაართმევს თავს გამოწვევებს. ამბიციური მიზნები, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაისახა, ფაქტობრივად ყველა ბიზნეს-პროცესის მნიშვნელოვან ცვლილებებას საჭიროებს. ბიზნეს-პროცესების ცვლილებების კანონზომიერი შედეგი იქნება საქართველოში „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე მომსახურების კონცეპტუალურად ახალი სტანდარტის წარდგენა. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება - მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის ევროპული საწვავის მიწოდება", - აცხადებს “ლუკოილ-ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მიხაილო ჯუროვიჩი.

მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების მიწოდების გარდა, განახლებული გუნდი სერვისის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა მომხმარებელს მათ კომფორტზე ორიენტირებული მომსახურება შესთავაზოს.

ახლა უკვე ავტოგასამართი სადგურის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტოსერვისისა და ავტოსამრეცხაოს მომსახურებით. ასევე, 2021 წელს ლუკოილის მაღაზიათა ქსელის შექმნის მასშტაბურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. დღესდღეობით, ქსელში უკვე 15 მაღაზია მუშაობს - მათ შორიის 10 მაღაზია კომპანიის პირად ექსპლუატაციაში, ხოლო 5 - იჯარის წესით. ასევე, კომპანის 26 ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს გამაგრილებელი სასმელის შეძენა გარე სივრცეშივე შეუძლია. „ლუკოილ-ჯორჯიას“ ყველა მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც კაფეს პროდუქცია, ასევე ლუკოილის სტრატეგიული პარტიორის - “ნესტლე”-ს ყავის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი.


ცვლილებები ასევე შეეხება საწვავის ბარათებით სისტემას. მანამ, სანამ საწვავის ბარათების კორპორატიულ გაყიდვებს აუთსორს კომპანია ხელმძღვანელობდა, კომპანია ვერ ახერხებდა მოთხოვნის ცვლილებებზე ოპერატიულად რეაგირებასა და სერვიის შესაბამისი დონის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე კი, მომცემული ფუნქციონალის „ლუკოილ-ჯორჯიას“ კონტროლის ქვეშ მოქცევასთან ერთად, მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობები გახდება ხელმისაწვდომი. მაგალითად, პირადი კაბინეტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კომპანიის ბარათების მართვა და საწვავის ხარჯის დეტალური კონტროლი.

რაც მთავარია, ბარათების მფლობელები განსაკუთრებულ პირობებთან ერთად ყველა ტიპის საწვავზე 23 თეთრამდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

შემოდგომისთვის, კომპანია ლოიალობის სისტემას ფიზიკური პირებისთვისაც გაააქტიურებს, რომელიც მომხმარებელს, მეტად მომგებიან პირობებსა და სხვა დამატებით სარგებელს შესთავაზებს.
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა