ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ გასულ წელს ბაზარზე განთავსებული 130 სათამაშო შეამოწმა. სამინისტროს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 77 შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება, 30 შემთხვევაში კი ბაზრიდან ამოღება განხორციელდა. როგორც ნიკოლოზ ფილფანმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რამდენიმე შემთხვევაში მითითებების შეუსრულებლობისთვის გამოყენებულ იქნა ფულადი სანქციაც.
ეკონომიკის სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის სააგენტომ სათამაშოების ზედამხედველობა 2020 წლიდან დაიწყო, თუმცა ბიზნესისთვის მათი რეკომენდაციების შესრულება 2021 წლიდან გახდა სავალდებულო. მანამდე სანქციები არ მოქმედებდა.
"ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ როგორც დოკუმენტურად, საბაჟოზე, ისე ადგილზე ტექნიკური შემოწმების ფორმით. ზედამხედველობას ვახორციელებთ როგორც ბაზრობებზე, ისე ქსელურ მაღაზიებში. ნიმუშები აღებულ იქნა როგორც ბაზრობებიდან, ისე ქსელური მაღაზიებიდან. იმ პროდუქტებში, სადაც მომეტებული საფრთხე დაფიქსირდა (ტყლარწების სახით) ძირითადად ბაზრობის ტიპის დაწესებულებებში იყიდებოდა და ნაკლებად ქსელურ მაღაზიებში“,-აცხადებს ფილფანი.
კითხვაზე, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების რა მექანიზმი აქვს სამინისტროს, ნიკოლოზ ფილფანი აცხადებს, რომ თუ მათი მითითებით ბაზარზე პროდუქციის რეალიზაცია არ შეჩერდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს სასამართლო აკისრებს.
„ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება და 1500 ლარიდან 7 000 ლარამდე მერყეობს“, -აცხადებს ფილფანი.
მისი თქმით, სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება საზღვარგარეთ ხორციელდება, რათა ქვეყანას ჯერჯერობით სათამაშოების მიმართულებით აკრედიტირებული ლაბორატორია არ აქვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი