18.აპრილი.2016 18:41
საზოგადოება

ლუქი წარწერით "Москва" - ბათუმის მერია განმარტებას აკეთებს

ლუქი წარწერით "Москва" - ბათუმის მერია განმარტებას აკეთებს
ბათუმში ლუქზე წარწერამ "Москва“ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფოტოები დღეს ფეისბუქ გვერდმა "უპატრონო ბათუმი“ გაავრცელა.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" ბათუმის მერიაში განუცხადეს, ქალაქში მსგავსი წარწერის მქონე ლუქების დამონტაჟება არ მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ადგილზე ნახეს. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბარია მხოლოდ ერთ ლუქზე.

"სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გამოსახულია ევროპის მოედნის მიმდებარედ დამონტაჟებული ლუქი წარწერით ,,москва“. მითითებულ ადგილას არაა განთავსებული არც სანიღვრე და არც საკანალიზაციო ჭა. აღნიშნული ლუქი ათწლეულებია, რაც ამ ადგილასაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს მერიამ მსგავსი ლუქების მონტაჟი დაიწყო, სინამდვილეს არ შეესაბამება” - განმარტავენ ბათუმის მერიაში.

24.აპრილი.2019 20:00
48

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება

ვრცლად
24.აპრილი.2019 15:30
279

რას უკავშირებს GDI ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე მთავრობის გააქტიურებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 14:43
244

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოაკლდებათ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:40
87

მამუკა ბახტაძე: განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:17
103

პანკისში, სადაც დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:07
111

რა უნდა გაითვალისწინოთ კვერცხისა და ხორცის ყიდვისას - FAO–ს და სეს-ის რეკომენდაციები

ვრცლად