06.დეკემბერი.2018 13:02
მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება
იმ დროს, როდესაც ბრიტანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 3,1%-ით ძვირდება,  ლუქსემბურგი პირველი ქვეყანა ხდება მსოფლიოში, სადაც მგზავრობის ტარიფი საერთოდ უქმდება.

სიახლე ქვეყანაში 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ნებისმიერი მგზავრი მატარებლის, ტრამვაისა და ავტობუსის მეშვეობით გადაადგილებას უფასოდ შეძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ლუქსემბურგის მთავრობამ, საცობების შემცირების მიზნით მიიღო ანუ უფასო ტრანსპორტმა სტიმული უნდა მისცეს საზოგადოებას, რომ პირადი ავტომობილების მაგივრად, უფასოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

ეს კი, ლუქსემბურგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რომელიც გადატვირთული მოძრაობით იქმნება - შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს.

გარდა ამისა, უსახლკაროები შეძლებენ უფასოდ გადაადგილებას, შესაბამისად, ტრანსპორტი მათთვის ცივ ზამთარში, თბილ თავშესაფრად იქცევა.

დღევანდელი მონაცემებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეკონომ-კლასით მგზავრობა - 2 ევრო, პირველი კლასით კი - 3 ევრო ღირს; ხოლო ულიმიტო, ერთდღიანი აბონემენტის ღირებულება 4 ევროა.

საერთაშორისო სააგენტო independent-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის მთავრობას, სატრანსპორტო სისტემა წელიწადში მილიარდი ევრო უჯდება.

2019 წლიდან კი, ხარჯი ნაწილობრივ გადასახადებიდან დაიფარება; ხოლო თუკი უფასო ტრანსპორტი გაამართლებს და რიგ პრობლემებს გადაჭრის ქვეყანაში, მსგავს გადაწყვეტილებას საფრანგეთის მთავრობაც მიიღებს და საქალაქთაშორისო ავტობუსს უფასოს გახდის.
ავტორი: მარიამ ადამია

19.მაისი.2019 10:00
435

საზაფხულოდ, გერმანიაში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა ფასები შეამცირეს

ვრცლად
19.მაისი.2019 00:10
65

კენედის აეროპორტის TWA-დახურულ ტერმინალში სასტუმრო გაიხსნა

ვრცლად
18.მაისი.2019 22:02
208

ამერიკელი სკულპტორის ქანდაკება ‘’კურდღელი’’ რეკოდრულ ფასად გაიყიდა

ვრცლად
18.მაისი.2019 19:20
201

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა აშშ-ში გაიყიდება

ვრცლად
18.მაისი.2019 19:10
159

მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტი შენდება

ვრცლად
18.მაისი.2019 17:00
136

ე.წ. „საწოლის საკომისიო“ ტურისტებისთვის - ამსტერდამში სტუმრობა ძვირდება

ვრცლად