მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუვრში ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების უდიდესი გამოფენა იწყება

5daff71b0bdad
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 15:00
1319

ლუვრი ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების ისტორიაში ყველაზე დიდი გამოფენისთვის ემზადება. ექსპოზიცია იტალიური რენესანსის ოსტატის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს ეძღვნება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, მის მომზადებას ათი წელი დასჭირდა.


გამოფენისთვის უმსხვილესმა მსოფლიო კოლექციებმა ნიუ-იორკიდან, სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟიდან თუ  ვატიკანიდან თავისი ექსპონატები პარიზის ლუვრში გააგზავნეს.


სტუმრებს შეეძლებათ ნახონ ოსტატის 160-ზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის ქანდაკებები, ნახატები, ესკიზები და ნოტები. გამოფენა 24 ოქტომბერს გაიხსნება და მომავალი წლის 24 თებერვლამდე გაგძელდება.