მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LVMH-ი Tiffany & Co-ს მოდერნიზებას გეგმავს

601162c131946
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.21 21:00
862
ძვირადღირებული ნივთების ფრანგული მწარმოებელი LVMH-ი (Moet Hennessy Louis Vuitton) ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany & Co.-ს მოდერნიზებას გეგმავს. შეგახსენებთ, Tiffany & Co.-ს აქციონერებმა კომპანიის შერწყმას LVMH-თან მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული გარიგება ფრანგულ კომპანიას 15,8 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

LVMH-ის განმარტებით, მაღაზიების მოდერნიზების პარალელურად, LVMH-იTiffany & Co.-ს ქსელის გაფართოებას ევროპის და აზიის ბაზარზე განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ Tiffany & Co.-ს მაღაზიების მესამედზე მეტი აშშ-ის მაშტაბით არის წარმოდგენილი.

LVMH-ის მფლობელის და საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს განცხადებით, მას სურს კიდევ უფრო გაამყაროს Tiffany & Co.-ს ბრენდის პოზიციები ბაზარზე, თუნდაც ამას გარკვეული დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდეს.